12 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
უახლოეს მომავალში ვიწყებთ ძალიან დიდ და მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული - გიორგი ამილახვარი

უახლოეს მომავალში, ვიწყებთ ძალიან დიდ და მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული და რომელიც შეეხება ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს ხვდება.

"დავიწყეთ, განათლების ერთიან პოლიტიკასთან ერთად, ახალგაზრდობის პოლიტიკის დაგეგმვაც. უახლოეს მომავალში ვიწყებთ ძალიან დიდ და მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული და რომელიც შეეხება ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტებს. ასევე ვაძლიერებთ საბანაკე მიმართულებას, გვექნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები. ყველა ამ კომპონენტით ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისწვდეს ეს სერვისი და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული.

ამ პოლიტიკის ფარგლებში, უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ასევე პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, ეს არის სტუდენტების სტაჟირება. დღეს გვინდა, პირველადი მოკლე კონცეფცია წარმოგიდგინოთ, თუ როგორ ვფიქრობთ ამ პროცესის კოორდინაციას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებები და ჩართულობა. სტუდენტებთან შეხვედრები გაგრძელდება, რათა როგორც სტაჟირების საკითხი, ასევე ფესტივალთან და ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმართულება იყოს თქვენი ჩართულობით განხორციელებული,"- მიმართა მინისტრმა სტუდენტებს.

დღის ამბები