13 მაისი 2024,   20:48
ვრცლად
ელისაშვილი არასწორი მიმართულებით იწყებს მოძრაობას პოლიტიკაში - ის ნამდვილად ცდება თავის შეხედულებებში, როცა ამბობს, რომ გახარია და "ლელო" არ არიან "ნაცები" - ბექა ოდიშარია

ალეკო ელისაშვილის შეთავაზება კოლეგებს - "მოქალაქეების" ლიდერი "ლელოს", გახარიას პარტიას, "გირჩს", ანა დოლიძესა და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს, გაერთიანების გზებზე სასაუბროდ იწვევს.

როგორც თავად ამბობს, პარტიული დღის წესრიგი, დროებით, გვერდზე უნდა გადადონ და საერთო კონტურებზე ფიქრი დაიწყონ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ელისაშვილი პოლიტიკაში "არასწორი მიმართულებით იწყებს მოძრაობას".

"ძალიან ვწუხვარ, რომ ალეკო ელისაშვილი არასწორი მიმართულებით იწყებს მოძრაობას პოლიტიკაში, ის ნამდვილად სტარტზევე ცდება თავის შეხედულებებში, რომ გახარია და "ლელო" არ არიან არც "ნაცები" და არც "ქოცები", რადგან ისინი ნამდვილად არიან "ნაცებთან" კოლაბორაციაში. შესაბამისად, მას ნამდვილად არ ვუსურვებდი თვითდაზიანებისა და სუიციდური ოპოზიციის დღის წესრიგში იყოს ჩართული. ვიტყოდი, რომ, გარკვეულწილად, მის პარტიასა და პოლიტიკურ ჯგუფს პულსი ესინჯებოდა, მაგრამ რა წამსაც ის ამ ხალხთან ასოცირდება, კვლავ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც ის მელიასა და იმ ადამიანების გვერდით იჯდა, რომლებიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საქმეს აკეთებენ," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

დღის ამბები