13 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
ამ პროცესით მთლიანად საქართველომ წააგო, რაც ძალიან დასანანია - საქართველოს დელეგაცია საქართველოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს - თეონა აქუბარდია ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის ჩავარდნაზე

რატომ არ დაუჭირა ოპოზიციამ მხარი ბრიუსელში ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასა და დეოკუპაციას ეხებოდა - კრიტიკის ობიექტების ნაწილი თავის მართლების რეჟიმშია, ნაწილი კამერებთან არ ჩანს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პასუხისმგებლობის გადატანას მმართველ გუნდზე ცდილობენ.

"ისინი ხალხის პრობლემების გადაფარვას ცდილობენ გამოგონილი რეზოლუციითა და გუშინდელი პროვოკაციით, რომელიც ჩვენ გუშინ პარლამენტში და აეროპორტში ვიხილეთ მათივე დადგმით. ეს სწორედ ამის მორიგი მაგალითია," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

თეონა აქუბარდიას განცხადებით კი, მთლიანად საქართველომ წააგო ამ პროცესით, რაც ძალიან დასანანია:

"მთლიანად საქართველომ წააგო ამ პროცესისგან, რაც ძალიან დასანანია, რადგანაც საქართველოს დელეგაცია საქართველოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და რაღაც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესში არ უნდა იყოს ეს წარმოჩენილი. არ ვიცი, რატომ ჰქონდა ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" იმედი ინიცირების ხმების მოგროვების პროცესში, როდესაც საუბარი 10 ხმაზე იყო,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები