13 მაისი 2024,   02:51
ვრცლად
ელისაშვილის შეთავაზება და მორიგი გაერთიანების მცდელობა - ვის ვერ წარმოუდგენია ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობა

"გირჩის" წევრებს ალეკო ელისაშვილის მიერ დასახელებულ პარტიებთან ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობა ჯერ ვერ წარმოუდგენიათ, თუმცა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ამბობენ, რომ პროცესი გამოაჩენს, რამდენად არის იდეოლოგიური ერთობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში.

გაერთიანება ელისაშვილმა პატარა ოპოზიციურ პარტიებსა და უპარტიო პოლიტიკოსებს შესთავაზა, რათა საარჩევნო ბარიერი ერთობლივი ძალებით გადალახონ.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ელისაშვილის შეთავაზება მისაღებია, თუ გაერთიანება ბევრი ხმის მობილიზების შესაძლებლობას მისცემთ.

გაერთიანების იდეასა და საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შანსებს სკეპტიკურად უყურებს "ქართული ოცნება".

მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია. პრემიერი ამბობს, რომ, დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებით, მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

ალეკო ელისაშვილმა გაერთიანების იდეა ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილს ღიად, გუშინ შესთავაზა.

დღის ამბები