12 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
რატომ არ დაუჭირა ოპოზიციამ მხარი ევრონესტის რეზოლუციას - მმართველი გუნდი ოპონენტებს ღალატში ადანაშაულებს

კითხვას, თუ რატომ არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი, თინა ბოკუჩავამ ისევ არ უპასუხა. დეპუტატი, განმარტების ნაცვლად, ამბობს იმას, რომ ეს რეზოლუცია "ქართულმა ოცნებამ" გამოიგონა.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია თავს ვერ გაიმართლებს. მათ შორის, ვერც იმ განცხადებებით, თითქოს, დოკუმენტთან დაკავშირებით, ინფორმირებულნი არ იყვნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციონერი კოლეგები თანხმდებიან, რომ, რეზოლუციის ჩაგდებით, საბოლოოდ, ქვეყნის ინტერესი დაზიანდა. თუმცა, ნაწილი აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის რეალური მხარდაჭერა მხოლოდ რეზოლუციების მხარდაჭერით არ მტკიცდება. ამას ამბობს "ლელო", რომელიც პარლამენტში 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფს არ შეუერთდა.

საკუთარი ქვეყნისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი - ასე აფასებს ოპოზიციის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის დაჩქარება, რუსული აგრესია და ოკუპაცია - სახელისუფლებო გუნდის ინიციატივა სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა. დოკუმენტის თანასპონსორობისთვის მზად იყო მოლდოვის დელეგაციაც, თუმცა რეზოლუცია უკრაინისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების უარის გამო ვერ დაინიცირდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნებულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აეროპორტში პროტესტითაც დახვდნენ.

დღის ამბები