13 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა და პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან - რას ითვალისწინებს და ვის ეხება ახალი პროგრამა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის ახალგაზრდების პროფესიული განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნისთვის, დეტალური გეგმა, არჩევნების შემდეგ, მთავრობის 4-წლიან სამთავრობო პროგრამაში გაიწერება. მანამდე კი, პროგრამის სრულყოფისთვის, ირაკლი კობახიძემ სტუდენტებთან შეხვედრების სერია დაიწყო.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების შერჩევა ივლისიდან დაიწყება. საბუთების წარდგენის შემდეგ, ახალგაზრდებს სასურველ სახელმწიფო სტრუქტურაში თუ კერძო კომპანიაში, ანაზღაურებადი, 4-თვიანი სტაჟირების გავლა შეეძლებათ.

სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში, სექტემბრიდან, საქმიანობას 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული შეუდგება. რა კრიტერიუმებით შეარჩევენ მათ - გიორგი ამილახვრის განცხადებით, ეს დღევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იყო.

ჯერ სახელმწიფო, შემდეგ კერძო და რეგიონული უნივერსიტეტები - პრემიერ-მინისტრი საქართველოს მასშტაბით ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს შეხვდება. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის საბოლოო სახე სწორედ ახალგაზრდებთან დისკუსიის შემდეგ ჩამოყალიბდება.

დღის ამბები