12 მაისი 2024,   16:25
ვრცლად
"საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ მივიღებთ მე-11 მოწვევის პარლამენტში და, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაინახავს, თუ ვის უნდა მისცეს ხმა" - სოზარ სუბარი

"საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ მივიღებთ მე-11 მოწვევის პარლამენტში და, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაინახავს, თუ ვის უნდა მისცეს ხმა თუნდაც ამ კანონის გამო,"- ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გააკეთა.

მანვე აღნიშნა, რომ ინიციირებული ცვლილებები 50-მდე კანონში მე-10 მოწვევის პარლამენტის პირობებში შევა და უახლოეს მომავალში დაიწყება ამასთან დაკავშირებით მუშაობა.

"ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ კანონმდებლობის განხილვაში, ეს მათი გადასაწყვეტია. ამით [პროცესში ჩართვაზე] უარით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებენ და კიდევ ერთხელ გააკეთებენ საკუთარ ლუსტრაციას. 50-მდე კანონში ცვლილების შეტანას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, 76 ხმა არის სრულიად საკმარისი. შესაბამისად, ამას ჩვენ მივიღებთ დაბრკოლების გარეშე და ეს იქნება ქმედითი კანონმდებლობა, ის იმუშავებს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს - ამ ცვლილებებს ჩვენ მივიღებთ მე-11 მოწვევის პარლამენტში და, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაინახავს, თუ ვის უნდა მისცეს ხმა თუნდაც აი, ამ კანონის გამო და - არამხოლოდ,"- აცხადებს სოზარ სუბარი.

"ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბრიფინგზე დააანონსა. დოკუმენტი ეხება ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს, ასევე, სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაბამისად უზენაეს კანონში სიახლის შესატანად საჭიროა ოპოზიციის ხმებიც.

 

დღის ამბები