13 მაისი 2024,   12:50
ვრცლად
ველოდები, როდის გამოვლენ და მოითხოვენ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების ვეტინგსა და მათ შემოწმებას არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით - რატი იონათამიშვილი

პოლიტიკური განხილვის საგანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრული საქმე იმდენად გამართული იყო, რომ სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაშიც კი არ მიიღო.

"მერამდენედ უნდა შეარცხვინოს ევროპულმა სასამართლომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა", იქნება ეს გვარამია, სააკაშვილი, მელია, თუ ნებისმიერი სხვა მათგანი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი თემა იყო, როდესაც ჩვენი სასამართლოს წინააღმდეგ მიჰქონდათ მათ საქმე და ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას. აღმოჩნდა, რომ ეს საქმე ქართულ სასამართლოში იმდენად გამართული იყო, რომ წარმოებაშიც კი არ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ახლა ველოდები, როდის გამოვლენ ესენი და მოითხოვენ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების ვეტინგსა და მათ შემოწმებას არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. სწორედ ამ საქმეს ეხებოდა სტრასბურგში საჩივარიც.

დღის ამბები