13 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
დეპუტატი თამარ კორძაია მიხეილ სააკაშვილთან კანონმდებლების დაშვებას ითხოვს

დეპუტატი თამარ კორძაია მიხეილ სააკაშვილთან კანონმდებლების დაშვებას ითხოვს. ის ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მონახულების უფლება არ ეძლევათ, ამ თემასთან დაკავშირებულ საჩივარზე კი სხდომა თვეების განმავლობაში არ ინიშნება.

თამარ კორძაიას ბრიფინგს უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობაში.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, დეპუტატის განცხადება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში მოხვდეს.

"ახლა მიდის ოპოზიციაში ბრძოლა ვინ რომელ სიაში მოხვდება, როგორც ჩანს კორძაია არ მოახვედრეს არცერთ სიაში და ახლა ცდის ბედს იქნებ შეაქოს სააკაშვილი, ვითომ სააკაშვილისთვის იბრძოლებს და იქნებ მოხვდეს 5 ნომრიან სიაში. ამ განცხადებას მეტი მიზანი არ გააცნია. სააკაშვილი კარგად გრძნობს თავს, პოლიტიკურად აღავის არარ აინტერესებს უკვე", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები