16 ივნისი 2024,   15:10
ვრცლად
ჩვენ გავაგზავნეთ საჭირო სიგნალები და კონკრეტული მოთხოვნები ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებსაც აქვთ საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები - ზელენსკი

ომი გრძელდება უკრაინაში - რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 767-ე დღეს მტერმა სულ 17 სარაკეტო და 83 საჰაერო დარტყმა განახორციელა. დაიბომბა ოდესისა და ხერსონის ოლქები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები.

უკრაინის პრეზიდენტი ხელისუფლებაში დამატებით საკადრო ცვლილებებს აანონსებს.

„ჩვენი ენერგეტიკის ინჟინრები, სარემონტო ბრიგადები და მუშები დაუღალავად მუშაობდნენ მთელი კვირაა. ეს ადამიანები, რუსეთის თავდასხმების შემდეგ, რეკონსტრუქციით არიან დაკავებულნი და იცავენ ენერგეტიკულ ობიექტებს სხვადასხვა რეგიონში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასე შრომობს, რათა უკრაინელებმა იცხოვრონ ნორმალურად. რუსი ტერორისტები თავდასხმებით ცდილობენ უკრაინის ძალაუფლების დასუსტებას.

ჩვენ გავაგზავნეთ საჭირო სიგნალები და კონკრეტული მოთხოვნები ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებსაც აქვთ საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები. ამერიკამ, ევროპამ და სხვა პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა გვჭირდება. მათ ყველას ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება. მადლობას გადავუხდი ყველა ლიდერს, განსაკუთრებით მათ, ვინც პატივს სცემს ჩვენს შეთანხმებებს და იცავს საკუთარ სიტყვას," - ამბობს ზელენსკი.

დღის ამბები