12 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
უმრავლესობის ლიდერის თქმით, ლგბტ პროპაგანდის სასარგებლოდ დიდი ფულია დახარჯული, ერთ-ერთ ტელეკომპანიას კი გრანტი დაუმტკიცდა

მმართველი გუნდი ლგბტ პროპაგანდაზე და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით საუბრობს - უმრავლესობის ლიდერის თქმით, ლგბტ პროპაგანდის სასარგებლოდ დიდი ფულია დახარჯული, ერთ-ერთ ტელეკომპანიას კი გრანტი დაუმტკიცდა.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საუბარია "მთავარ არხზე", რომელმაც, როგორც მდინარაძე ამბობს, თანხა პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერისთვის მიიღო.  

„გავრცელდა ერთი ინფორმაცია, რომ მიზნობრიობა კონკრეტული გრანტის, რომელიც შეადგენდა ლგბტ პროპაგანდისთვის გამოყოფილი, ირიბი პროპაგანდისთვის - ანუ ის ცალკეა პირდაპირ პროპაგანდირებას რომ უწყობს ხელს, ირიბი, შეფარული პროპაგანდისთვის გამოყოფილი თანხის 5-6%-ს შეეხება მარტო ერთი ტელევიზიისთვის გამოყოფილი თანხა; მოიგეს გრანტი ამ მიზნობრიობით ან ამის სანაცვლოდ, რომ ეს გააკეთონ და ამბობენ, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია. რას ქვია მიზნობრიობა არ გააჩნია? რაღაცა მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს გრანტს ან რაღაცა ჟურნალისტური სტანდარტების დახვეწა-განვითარება, რაღაცა მიზანს ხომ უნდა ასახელებდეს.

ნიკა გვარამიამ დეტალურად იცის თურმე, ახლა წავიკითხე, დეტალურად იცის ამ გრანტის შესახებ და თან ისიც იცის, რომ თურმე მიზნობრიობა არ გააჩნია. ანუ რა მიზნობრიობაც დასახელდა თურმე  მართალი ყოფილა. მე მოვერიდებოდი ეთერში ამის თქმას, მაგრამ, როდესაც ერთის მხრივ ინფორმაცია ვრცელდება, რომ ირიბი მხარდაჭერისთვის გამოყოფილი  დიდი თანხის 5-6% მხოლოდ, რომელიც ასევე დიდი თანხაა, გამოეყო „მთავარ არხს“ და ამ დროს გვარამია აცხადებს, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია, ე.ი. რაც გავრცელდა ის არის მართალი და ვერ მოიფიქრეს რა გამართლება, მათი ენით რომ ვთქვათ - გაპრავება მოუფიქრონ ამ ყველაფერს,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები