18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია ისრაელში ომის დაწყებიდან - ათიათასობით დემონსტრანტი ისევ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვს

ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია ისრაელში ომის დაწყებიდან - იერუსალიმის ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი გავიდა. ისინი ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაყენებას, ვადამდელ არჩევნებს და მძევლების გათავისუფლებისთვის დაუყოვნებელ ქმედებას ითხოვენ.

გუშინ კაიროში მხარეებს შორის მოლაპარაკება განახლდა, თუმცა დასავლური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, შეთანხმების მიღწევა ამჯერადაც ვერ მოხერხდება. შეგახსენებთ, ამ ეტაპზე "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების დაახლოებით ნახევარია გათავისუფლებული.

უშუალოდ ღაზას სექტორში კი, ისრაელი საბრძოლო ოპერაციას განაგრძობს. შეტევა ანკლავის უდიდეს სამედიცინო დაწესებულება "ალ-შიფაზე" უკვე ორი კვირაა ინტენსიურად მიმდინარეობს. ისრაელის თქმით, ადგილზე 200-ზე მეტი მებრძოლია მოკლული.

დღის ამბები