18 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
გზების დეპარტამენტი განმარტავს, რამ გამოიწვია მოძრაობის შეფერხება თბილისის შემოსასვლელთან

მდინარე არაგვის ხიდის დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა კვირის ბოლოს დასრულდება და გადაადგილება ორივე სამანქანო ზოლზე იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, 31 მარტს თბილისის შემოსასვლელთან ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება, სწორედ აღნიშნულმა სამუშაო პროცესმა გამოიწვია.

"მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანდა კონსტრუქციული ნაწილი და საჭიროებდა აღდგენას, ხოლო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ მონაკვეთზე საორიენტაციოდ ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდებოდა.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამუშაოები მიტოვებულია და დროის მცირე პერიოდში შესაძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოები დასრულება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

გუშინ, 31 მარტს ობიექტზე არ იმყოფებოდა მუშა პერსონალი, რადგან მიმდინარეობს ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღების პროცესი, რის შემდეგაც ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და შეზღუდულ ზოლზე მოძრაობა გაიხსნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები