18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
აეროპორტების გაერთიანებასა და "112"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანი თანამშრომლობის გაღრმავებაა.

"დოკუმენტს ხელი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და "112"-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

დოკუმენტის თანახმად, 112 აეროპორტების გაერთიანების მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგების ციკლს ჩაატარებს.

სერვის პლუსსა და ეფექტიან კომუნიკაციაში სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ქუთაისის, მესტიის, ამბროლაურისა და სამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებისთვის იგეგმება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდება," - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები