სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალს მომავალი წლიდან კიდევ 101 დასახელების პროდუქტი დაემატება - დადგენილებაში ცვლილება მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
პროდუქტს ბაზარზე ეკონომიკის სამინისტრო აკონტროლებს. დადგენილების ამოქმედებამდე, უწყების ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო მჭიდრო კომუნიკაციაში იქნება კერძო სექტორთან. იგეგმება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები.
2025 წლის 1 იანვრამდე, სააგენტო გასცემს საჭირო რეკომენდაციებს სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.