18 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში რუსი ოკუპანტების 46 იერიში მოიგერიეს

უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში გამოცხადდა, საჰაერო თავდაცვის ძალები დრონებითა და მართვადი ბომბების საფრთხის შესახებ იტყობინებოდნენ.

აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროპეტროვსკის ოლქში. კრივოი-როგზე თავდასხმისას დაშავდა ერთი ქალი. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ცენტრალურ ნაწილზე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, არიან დაშავებულები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში რუსი ოკუპანტების 46 იერიში 4 მიმართულებით მოიგერიეს, სულ ფრონტზე 61 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, იაპონიამ უკრაინას მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 118 მილიონი დოლარის გრანტი ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მისცა.

დღის ამბები