18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
მოსკოვის ტერაქტისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირი, დაკავებიდან რამდენიმე საათში პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა

რუსეთში, საკონცერტო დარბაზ "კროსუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შემდეგ, მოსკოვში დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი, დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა - ინფორმაციას გამოცემა "სააგენტო" დაღუპულის დედაზე, ტაისა უსპანოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაისა უსპანოვას ინფორმაციით, როდესაც მისი შვილის მეუღლე განყოფილებაში მივიდა, უთხრეს, რომ ქმარი გარდაცვლილი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, უსპანოვს გატეხილი ნეკნები და ხერხემალი, სხეულზე კი დახრჩობის და სისხლჩაქცევების ნიშნები აღენიშნებოდა.

გარდაცვლილის დედამ "სააგენტოს" განუცხადა, რომ მისი შვილი თავს არ მოიკლავდა, რადგან ის მუსლიმი იყო და ისლამი თვითმკვლელობას გმობს. ასევე, უსპანოვის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ტერაქტში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას.

დღის ამბები