19 მაისი 2024,   07:30
ვრცლად
იუსტიციის სამინისტროში ახალი პლატფორმა, ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა

იუსტიციის სამინისტროში ახალი პლატფორმა - ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა. პროექტი იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების და დარგობრივი ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს. 

პირველ ნაკადში შეარჩევენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 30 სტუდენტს. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი უშუალოდ ჩაერთვებიან იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში.

ახალგაზრდული პლატფორმის მნიშვნელობაზე იუსტიციისა და განათლების მინისტრებმა ისაუბრეს. 

დღის ამბები