21 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსთხოვო გააუქმოს სანქციები, ცოტა ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია - ლევან ბეჟაშვილი

ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის საელჩოს მიმართავს. გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობის სხდომაზე მიიღო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მოსამართლეების მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს, ხოლო ამ კითხვის ნიშნებს პასუხები სჭირდება და არა ბაქიბუქი საერთაშორისო პარტნიორებთან.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსთხოვო გააუქმოს სანქციები, ცოტა ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია. მათ მთავარ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ. ამ მოსამართლეებთან მიმართებაში არსებობს კონკრეტული ბრალდებები და მტკიცებულებები მათი კორუფციასთან კავშირის გამო და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცენ ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე გამოძიებით. როდესაც, ბოლო სტატისტიკით, მარტო სასამართლოში 5 მილიონამდე საჩუქარი დეკლარირდა დეკლარაციაში, ბუნებრივი კითხვის ნიშნები არსებობს. ამ კითხვის ნიშნებს უნდა პასუხები და არა ბაქიბუქი საერთაშორისო პარტნიორებთან ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, როდესაც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ხდება შენი ქვეყნის მოქალაქის დასანქცირება, ხელისუფლებამ გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა "ქართული ოცნება" გამოძიებას ვერ დაიწყებს, რადგან მოსამართლეები კოლექტიურად ალაპარაკდებიან.

"როდესაც ხდება შენი სტრატეგიული პარტნიორი მხრიდან შენი მოქალაქის დასანქცირება კონკრეტული ბრალდებით, ამ შემთხვევაში კონკრეტული ბრალდება არის კორუფცია, კი არ უნდა იჭორავო და აზრების მიხედვით კი არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, არამედ უნდა დაიწყო გამოძიება. "ოცნება" გამოძიებას ვერ დაიწყებს მარტივი მიზეზის გამო, სხვა შემთხვევაში მურუსიძეები, ჩინჩალაძეები კოლექტიურად ალაპარაკდებიან. აქამდეც მიხედვით უკვე, თურმე კოლექტიურ მურუსიძეებს, რომლებსაც ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავდათ მსხვერპლები და სადისტური რეჟიმი შექმნეს დღეს უკვე ეძახით მსხვერპლებს, ეს არის პასუხი, მაგალითად ირინა ენუქიძის მიმართ?! ყოჩაღ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დღის ამბები