21 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
მათი გადანაცვლებები წაგებულ პარტიაში ვერაფერს შეცვლის, ისინი არიან წარსულის ბნელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები - მამუკა მდინარაძე

"კურიერის" ინფორმაციით, ხატია დეკანოიძესთან ერთად, "ნაციონალურ მოძრაობას" თამარ კორძაიაც შეურთდება. კორძაია ფაქტს არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ჩვენი ინფორმაციით, შეთანხმება "ნაცინალური მოძრაობის" და "ლელოს" პიარკონსულტანტებს, ჯერემი როზნერსა და მესინა გრუპს შორის შედგა.

უმრავლესობა კიდევ ერთხელ ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას ერთიანი სტრატეგია აქვთ და ისინი არ მოქმედებენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

"არა მხოლოდ დეკანოიძე, არამედ მათი გადანაცვლებები ამ საჭადრაკო მაგიდაზე წაგებულ პარტიაში ვერაფერს ვეღარ შეცვლის. ისინი არიან წარსულის ბნელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ყველანი ერთად. კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რომელსაც ჰყავს პატრონი და არ მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

არ დავიღლები, მესინას ჯგუფის წარმომადგენლებს და როზნერს კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი. როგორც ეს ხალხი პოზიციონირებს, ასეთი საჩუქარი ჩვენთვის, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებისათვის ვერ იქნებოდა. აწერიათ ზედ მკერდთან, მაგალითად ვაშაძეს, მერე გაუწია რომელიღაცამ გვერდზე, ეტყობა როზნერმა და მისმა ჯგუფის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ეს უნდა გამოაჩინო და ამ დროს მათთან ასოცირდება, ზედვე აწერიათ რასთან შეიძლება ისინი ასოცირდებოდნენ", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე მიიჩნევს, რომ ხატია დეკანოიძე დაბრუნდება თუ არა ენმ-ში, ამით არაფერ არ შეცვლის. მისი თქმით, დეკანოიძე პარტიიდან რეალურაც არც გამოსულა და ეს ხელოვნურა გამიჯვნა იყო.

"დეკანოიძე ცალკე იქნება თუ კვლავ დაბრუნდება იმ ბუნებრივ წიაღში, საიდანაც არც გამოსულა რეალურად და ეს ხელოვნური გამიჯვნა იყო, არაფერს არ შეცვლის. დეკანოიძე ყოველთვის იყო "ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი", - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები