21 მაისი 2024,   23:36
ვრცლად
სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში, სარემონტო სამუშაოების დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, - წერს სააგენტო Reuters-ი ქალაქის მერის, ეკრემ იმამოღლუს განცხადებაზე დაყრდნობით.

დაშავებულთაგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ქალაქის მერის თქმით, კლუბში ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები