21 დეკემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ახალი სკანდალი - ე.წ. "ნარუშილოვკით" ბიძინა ივანიშვილის დისშვილი სარგებლობს

ყოფილი პატრულ-ინსპექტორის გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებულ მასალაში ე.წ. "ნარუშილოვკით" ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილი სარგებლობს. ამ დრომდე უცნობია საიდან ჰქონდა ყოფილი პრემიერის ნათესავს ე.წ. "ნარუშილოვკა."

კურიერის ინფორმაციით კახა კობიაშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროს ოპერატიული თანამშრომელი არ არის, შესაბამისად გამოძიებამ უნდა დაადგინოს სამინისტროს რომელმა მაღალჩინოსანმა გადასცა ივანიშვილის ახლო ნათესავს უწყების საიდუმლო ოპერატიული ბარათი.

კურიერის წყაროს ინფორმაციით კახა კობიაშვილი ამ დროისთვის ბანკი ქართუს ფაქტობრივი მმართველია.

თავად კობიაშვილმა კურიერს ინტერვიუზე უარი მოუცლელობის გამო უთხრა. სატელეფონო საუბრისას კი აცხადებს, რომ კადრებში ასახული თეთრ მაისურიანი მამაკაცი მას უბრალოდ გავს.

პროკურატურა ამ საკითხზე არ საუბრობს. ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებულ მასალაზე გამოძიება ოთხი დღის წინ დაიწყო. ამ დროისთვის არც ის კონკრეტდება დაიბარებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავს განმარტებებისთვის.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

დღის ამბები