21 მაისი 2024,   23:45
ვრცლად
სპექტაკლი (ჰ) აბო - იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული შედევრი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაცოცხლდება

იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული შედევრი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაცოცხლდება. (ჰ) აბო - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის დადგმაც, აბო ტფილელის წამების მიხედვით, რეჟისორმა მარიამ სიხარულიძემ გადაწყვიტა. სპექტაკლი ყველა თაობისთვის - ასეთია შემოქმედებითი ჯგუფის ჩანაფიქრი, რომლის შესრულებასაც ისინი 6 აპრილს გეგმავენ.

სპექტაკლისთვის, რომელიც მერვე საუკუნეში აბო ტფილელის ცხოვრებასა და, ქრისტიანობის მიღების გამო, მის წამებაზეა, განსაკუთრებულად ემზადებიან მსახიობები.

786 წელი, იმ ეპოქის საქართველო მისი მრავალფეროვანი კულტურა, სამართალი და არაბთა ბატონობის მძიმე ყოფა - ამ ყველაფერს მოზარდ მაყურებელთა თეატრში მაყურებელი რამდენიმე დღეში ნახავს.

დღის ამბები