22 მაისი 2024,   05:03
ვრცლად
ომის დაწყებიდან დღემდე, ღაზაში ჰუმანიტარული მისიების 200-მდე თანამშრომელი მოკლეს - გაერო

2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული მისიების 196 თანამშრომელია მოკლული, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ.

"მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და რთული ადგილი ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისთვის" - ასე აღწერს ორგანიზაციის პრესსპიკერი ღაზაში არსებულ ვითარებას.

სტეფან დუჟარიკი ჯანდაცვის მუშაკებზე თავდასხმებსა და საავადმყოფოების მილიტარიზაციას "მიუღებელს" უწოდებს.

 

დღის ამბები