18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში 9-დღიანი სწავლება გაიარეს

იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე პირველი ტრენინგ-კურსი ჩატარდა. 9-დღიანი სწავლება პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა გაიარეს.

ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები და სასწავლო ციხის საკნები.

ცენტრი ემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.

დღის ამბები