17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
გარდაცვლილი დონორის თირკმლის წარუმატებელი ტრანსპლანტაციის შემდეგ, კაცს ღორის თირკმელი გადაუნერგეს - რას ამბობენ ექიმები და პაციენტი

აშშ-ში, მასაჩუსეტსის საავადმყოფოდან გაწერეს 62 წლის რიჩარდ სლეიმენი, რომელსაც 16 მარტს ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს, - ამის შესახებ BBC წერს.

"ისტორიული ეტაპი ტრანსპლანტაციის სფეროში", - ასე აფასებენ მეცნიერები პროცედურის წარმატებას. როგორც ექიმები ამბობენ, მამაკაცი "თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებას ებრძოდა" და ორგანოს გადანერგვა აუცილებელი იყო.

ექიმების თქმით, სლეიმენის თირკმელი "ახლა კარგად მუშაობს" და ის აღარ არის დიალიზზე.

"ძალიან მიხარია, რომ კვლავ შემიძლია დროის გატარება ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან - დიალიზის ტვირთისგან გათავისუფლებულს, რომელიც, მრავალი წლის განმავლობაში, ჩემი ცხოვრების ხარისხზე ახდენდა გავლენას", - ამბობს პაციენტი.

2018 წელს მას გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა გასულ წელს გართულებები დაეწყო. სწორედ ამის შემდეგ წამოჭრეს ექიმებმა ღორის თირკმლის გადანერგვის იდეა.

დღის ამბები