19 მაისი 2024,   05:21
ვრცლად
9 დაღუპული, 900-ზე მეტი დაშავებული - ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ტაივანში - ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე, პიკის საათებში, მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 7 მაგნიტუდას გადააჭარბა. დაიღუპა 9 ადამიანი, დაშავდა 900-ზე მეტი.

კუნძულზე მიწისძვრას ძლიერი განმეორებითი ბიძგები მოყვა. სტიქიამ გამოიწვია მეწყერიც. ნანგრევებიდან ადამიანების ამოსაყვანად, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მიწასთან არის გასწორებული ათობით შენობა. ტაივანის დედაქალაქის ნაწილს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგია, შეიზღუდა რკინიგზით გადაადგილება.

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა იაპონიასა და ფილიპინებში. ოკინავას აეროპორტში ავიარეისები გაუქმდა. ტაივანში მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობების ნაწილი გადაიხარა ან ჩამოინგრა.

ეპიცენტრი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ ჰუალიენიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა. ბოლოს ყველაზე დამანგრეველი 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა 1999 წელს მოხდა. დაიღუპა 2 400-ზე მეტი ადამიანი და დაინგრა ათასობით შენობა.

დღის ამბები