19 მაისი 2024,   05:43
ვრცლად
"თავისი კატის გადასარჩენად შებრუნდა შენობაში" - რა ვითარებაში დაიღუპნენ ადამიანები ტაივანის მიწისძვრისას

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ტაივანში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 9 ადამიანი ემსხვერპლა. BBC რამდენიმე მათგანის დაღუპვის გარემოებების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

9-დან 3 ადამიანი ლაშქრობისას დაიღუპა - ისინი ჰუალიანთან ახლოს, ტოროკოს ეროვნული პარკისკენ მიმავალ ბილიკზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კლდე ჩამოინგრა. 

მედია წერს მიწისძვრის კიდევ ერთი მსხვერპლის - 33 წლის მასწავლებლის შესახებ, რომელიც ბიძგების დროს შენობიდან გარეთ გავიდა, თუმცა, თავისი კატის გადასარჩენად, უკან შებრუნდა. შენობამ მიწისძვრას ვერ გაუძლო და დაინგრა. მაშველებმა ქალის ცხედარი 2-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ტოროკოს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ადამიანი - ფურგონის მძღოლი დაიღუპა. მის ავტომობილს ლოდები დაეცა.

დანარჩენი ოთხი ადამიანი შენობების ნანგრევებში მოყვა.

ტაივანში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7 მაგნიტუდას გადააჭარბა. დაიღუპა 9 ადამიანი, დაშავდა 900-ზე მეტი.

 

დღის ამბები