18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
მიიღეს თუ არა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ქვეყნის გარედან ინსტრუქციები - რა ინფორმაცია ვრცელდება შეხვედრის შესახებ

მიიღეს თუ არა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ქვეყნის გარედან ინსტრუქციები, - Reportiori.ge ღია საზოგადოების ფონდში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დეტალებზე წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დროს, ნინო ლომჯარია ტელეფონზე საუბრობდა და დახმარებას ითხოვდა. "თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ" განაცხადა სააგენტოს ინფორმაციით ლომჯარიამ.

სააგენტო ასევე წერს, - "შეხვედრაზე არასამთავრობოებმა თქვეს, რომ კანონპროექტიდან აგენტის ცნება ამოიღეს, მაგრამ უნდა ვიძახოთ, რომ უარესი შემოიღეს."

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სასამართლოს გუშაგის” დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ "რამდენად აზარალებს რუსული კანონი საქართველოს" და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მისი მიღება არ მოხდეს.

"მსჯელობა იყო სწორედ ამაზე, თუ რამდენად აზარალებს რუსული კანონი საქართველოს, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს ეს პირობები და არ გადადგას ნაბიჯები უკან. რა თქმა უნდა, აქცენტები გვექნება იმაზე, რომ რუსული კანონი არ მიიღოს ხელისუფლებამ, ვიბრძოლოთ ამისთვის, თუნდაც იმ შესაძლებლობებით, რაც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები