17 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე  რუსეთის თავდასხმებს გასულ ღამეს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის თავდასხმებს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა ქალაქ ხარკოვზეც, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი მიზანმიმართულად უტევს მშვიდობიან მოქალაქეებს და არღვევს ომის საერთაშორისო კანონებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 48 იერიში 5 მიმართულებით მოიგერიეს. სულ ფრონტზე 57 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

დღის ამბები