18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანიის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანიის - "ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების" ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა.

მხარეებმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის იმ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

ავიაკომპანია ურუ-მჩიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე სიხშირეების გაზრდას გეგმავს. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე განიხილება ქვეყნების უმსხვილესი ქალაქების დაკავშირება პირდაპირი ავიარეისებით.

დღის ამბები