18 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
რუსთავში ავტომატური მონიტორინგის სისტემა უკვე 32 საწარმოში მუშაობს

რუსთავში ავტომატური მონიტორინგის სისტემა უკვე 32 საწარმოში მუშაობს. ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

სხდომაზე, რუსთავის მერმა, რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. ევროსტანდარტების შესაბამისი 40 ახალი ავტობუსი, მოქმედი საწარმოების სისტემატური მონიტორინგი, ენერგოეფექტური პროექტები, ახალი რეკრეაციული ზონები, ეკოპროექტები, ჭალის ტყის განვითარების გეგმა - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რუსთავში, ბოლო ორ წელიწადში განახორციელა.

 

დღის ამბები