21 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
იქნება თუ არა მორიგი უნებართვო ვიზიტი - სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ ლიეტუვაში გამგზავრებაზე უარი უთხრა

იქნება თუ არა მორიგი უნებართვო ვიზიტი - სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ ლიეტუვაში გამგზავრებაზე უარი უთხრა.

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა. თანხმობისთვის მან მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა განკარგულების შესაბამისად ვიზიტზე უარია.

მმართველი გუნდის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევა საკუთარი ქცევით აღიარა:

"ახლა, როდესაც მან მოითხოვა შესაბამისი პროცედურით გაწერილი ნებართვა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მან ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი წინა ქმედებები იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მაგრამ ამავდროულად, მას არცერთხელ მოუხდია ბოდიში საზოგადოებისთვის კონსტიტუციის დარღვევის გამო. ამიტომ, როდესაც ვხედავთ რომ ადამიანი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ თურმე საქართველო არ იმსახურებდა 2022 წელს კანდიდატის სტატუსს და იწყალებს ისეთ დამნაშავეს, როგორიც არის ნიკა გვარამია -  ასეთი ადამიანისთვის იმის უფლების მიცემა, რომ მან განახორციელოს ქვეყნის სახელით მაღალი რანგის ოფიციალური ვიზიტი, რა თქმა უნდა, არანაირ საფუძველს არ იძლევა,"- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ

 

 

დღის ამბები