20 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
"სამშობლო არ იყიდება" - ამ შინაარსის პლაკატები ამჯერად რეგიონებში გამოჩნდა, დედაქალაქში კი ახალი პლაკატები გააკრეს

"სამშობლო არ იყიდება" - დედაქალაქის შემდეგ, ახალი პლაკატები, ამჯერად, რეგიონებში გამოჩნდა. 

ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და გორში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ ბანერებზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა სახეებია დატანილი, რომლებიც "გამჭვირვალობის" კანონის ხელახლა განხილვას აპროტესტებენ. მათ შორის არიან გიორგი მშვენიერაძე, ეკა გიგაური, ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ნიკა გვარამია.
 
ამასთან, თბილისში დღეს დილიდან გამოჩნდა ახალი პლაკატები წარწერით - "გამჭვირვალობა დაიდოს".
დღის ამბები