20 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართ

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმსჯელეს თბილისში ახალი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებული შესწავლის შედეგებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით ჩატარდა.

საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროს განვითარებასაც. კერძოდ, განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს, რისთვისაც განახლებულ პირობებს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა,ეკონომიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც საბჭომ შეხვედრისას განიხილა.

"ეკონომიკის საბჭოზე განვიხილეთ ენერგეტიკის წახალისების მექანიზმები, რომლებზეც საუბარი გვქონდა, მათ შორის კერძო სექტორთან.

განახლებადი წყაროებიდან ენერგო პროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებზე, ასევე ბოლო აუქციონზე, ეს ინფორმაცია გავაცანით ეკონომიკური საბჭოს წევრებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს მთავრობამ განახლებული პირობებით, რომელიც განიხილა ეკონომიკურმა საბჭომ.

ასევე, გვქონდა საუბარი თბილისის ახალ აეროპორტზე. მოვისმინეთ, შესწავლის შედეგები, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად ჩაატარა. განხილული იყო ახალი აეროპორტის განვითარების რამდენიმე ოფცია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები