19 მაისი 2024,   04:34
ვრცლად
ისრაელი ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება - ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელი ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ისააკ ჰერცოგი ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე აქვეყნებს.

ისრაელის პრეზიდენტი წერს, რომ ტკივილის მიუხედავად, ის სავსეა იმედით და სჯერა ისრაელის.

"ნახევარი წელია ვხედავ ისრაელის საზოგადოებას მთელი თავისი დიდებით და ყოველდღე ვგრძნობ უზომო სიამაყეს, რომ ამ ერის ნაწილი ვარ", – წერს ისააკ ჰერცოგი.

დღის ამბები