20 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
თუ "ქართული ოცნება" გაბედავს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობას, სიამოვნებით ავუხსნი რატომ არის მათი კანონი რუსული - თეონა აქუბარდია "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე

"გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი, ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. ავტორი ფრაქცია "ქართული ოცნებაა". გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის, ყოველწლიური დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსს საფრთხე შეექმნება. მმართველი გუნდისთვის კი, ოპონენტებისა და "ენჯეო" სექტორის განცხადებები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომლის რეალური მიზანი, შავი ფულისთვის ბრძოლაა.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია აღნიშნავს, ის მზად არის "ქართული ოცნების" წევრებთან სატელევიზიო დებატებში დაჯდეს და აუხსნას მათ, რატომ არის ეს კანონი რუსული.

"რას ვაპირებ რუსული კანონის წინააღმდეგ? ერთი არის ალტერნატიული კანონის წარდგენა, რომელიც პარლამენტში უკვე გავაკეთეთ. შინაარსში, რა თქმა უნდა შესვლას ვაპირებ ისევე, როგორც შარშან შევედი. თუ გაბედავს "ქართული ოცნება" და მიიღებს გამოწვევას, რომ ამ საკითხზე სატელევიზიო დებატებში დავსხდეთ, დიდი სიამოვნებით, პუნქტობრივად და შინაარსობრივად ავუხსნი რატომ არის მათი კანონი რუსული. მე არ ვიცი ვინ აპირებს ხმაურს და ვინ არა, მე ვაპირებ საუბარს ისე, როგორც ვსაუბრობ და იმედი მაქვს, რომ ეს მოსასმენად გასაგები იქნება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები