19 მაისი 2024,   03:49
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსი სამხედროების გასაძევებლად კიევს, შესაძლოა, დათმობებზე წასვლა მოუწიოს - იენს სტოლტენბერგი

"მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსი სამხედროების თავისი ტერიტორიებიდან გასაძევებლად კიევს, შესაძლოა, დათმობებზე წასვლა მოუწიოს", - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა BBC-თან საუბრის დროს განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, მშვიდობა მაშინ იქნება მიღწეული, როცა უკრაინა გაიმარჯვებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსი სამხედროების თავისი ტერიტორიებიდან გასაძევებლად, კიევს, შესაძლოა, დათმობებზე წასვლა მოუწიოს და საბოლოოდ, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი სახის კომპრომისზე წასასვლელადაა მზად. ჩვენ მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ იყოს ისეთ მდგომარეობაში, სადაც რეალურად მიაღწევს მისაღებ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მშვიდობა მაშინ იქნება მიღწეული, როცა უკრაინა გაიმარჯვებს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები