22 მაისი 2024,   07:29
ვრცლად
"ახალგაზრდებთან მუშაობისას სანდოობა და გამჭვირვალობა ძირითადი მონაპოვარია" -  "მომავალ ლიდერთა ჰაბი" განცხადებას ავრცელებს

"ახალგაზრდებთან მუშაობისას სანდოობა და გამჭვირვალობა ძირითადი მონაპოვარია" - გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით "მომავალ ლიდერთა ჰაბი" განცხადებას ავრცელებს. 

ასამდე ახალგაზრდა მიიჩნევს, რომ კანონი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამჭვირვალობა კი ხელს შეუწყობს არასამთავრობო სექტორისადმი სანდოობის გაძლიერებას. 

ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდები გამოთქვამენ მზაობას, მიიღონ მონაწილეობა საინფორმაციო შეხვედრებში, რათა კანონთან დაკავშირებით საზოგადოებაში სწორი ინფორმაცია გავრცელდეს.

"გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჯარო გავხადოთ ჩვენი ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია და საქმიანობის მიზნობრიობა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულმა საკანონმდებლო ინიციატივამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა კითხვები, მიგვაჩნია, ამ საკითხზე დაიწყოს საჯარო განხილვები და საზოგადოებას მიეწოდოს ჯანსაღი და სრულყოფილი მსჯელობის შედეგად მიღებული სწორი ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გამოვთქვამთ მზადყოფნას, მივიღოთ მსგავსი შინაარსის განხილვებში მონაწილეობა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები