ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ვაკის უბანში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 60 ბავშვზეა გათვლილი; აღჭურვილია ახალი ინვენტარით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშოებით და ავეჯით; ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში, კიდევ 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.