18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
დღეს, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდება - შთამბეჭდავი ასტრონომიული სანახაობა, 20 წლის შემდეგ განმეორდება

დღეს, მსოფლიო, ყველაზე შთამბეჭდავი ასტრონომიული სანახაობის მომსწრე გახდება. მზე, მთვარე და დედამიწა იშვიათ განლაგებაში შევლენ და კოსმოსში სრულყოფილ ხაზზე განლაგდებიან. ეს ყოველივე კი რამდენიმე წუთით, დედამიწის გარკვეულ ნაწილში, მთვარის ჩრდილი დღისით წარმოქმნის სრულ წყვდიადს გამოიწვევს.

მეცნიერების თქმით, ეს გახლავთ მზის სრული დაბნელება, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საკმაოდ ვრცელ ნაწილში მოხდება და 2044 წლამდე აღარ განმეორდება. მათივე თქმით, ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელსაც ადამიანზე არანაირი გავლენა არ აქვს.

საქართველოს ტერიტორიიდან მზის დაბნელება თვალსაჩინო არ იქნება.

ცნობისთვის, დაბნელება წყნარი ოკეანის შუაგულში, UTC 15:42 საათზე დაიწყება, როცა მთვარე მზის სინათლის დაბლოკვას დაიწყებს. მთვარის ჩრდილი დედამიწაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წავა და გაივლის მექსიკას, აშშ-ის 13 შტატს და კანადის ნაწილს. სრული დაბნელების ნაწილი UTC 16:38 საათზე დაიწყება და ჯამში 4 წუთსა და 48 წამს გაგრძელდება.

იხილეთ ადგილების დეტალური რუკა, სადაც მზე სრულად დაბნელდება.

 

დღის ამბები