18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
ეგვიპტური მედიის ცნობით, კაიროში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე მიღწეული შედეგი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე, მნიშვნელოვანი პროგრესია

მიღწეულია "მნიშვნელოვანი პროგრესი" - ასე ეხმაურება ეგვიპტური მედია ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში გამართულ გუშინდელ შეხვედრას. აქვე აღნიშნულია, რომ ე.წ. "ძირითად ღერძებზე" მხარეებმა საერთო ენა უკვე გამონახეს.

წყაროს ინფორმაციით, დელეგაციები კაიროს უკვე ტოვებენ, თუმცა ორ დღეში დაბრუნდებიან, რადგან მოლაპარაკების საბოლოო დეტალებზე შეთანხმდნენ.

ამასობაში, ღაზის სექტორში ისრაელი საბრძოლო ოპერაციებს განაგრძობს. თავდაცვის ძალების მეთაური ამტკიცებს, რომ ისინი იერიშის შეწყვეტას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

 

დღის ამბები