18 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
ინციდენტი მარჯანიშვილის მეტროსთან - ოპოზიციის აქტივისტები პლაკატების ჩამოხევას ცდილობდნენ

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით ინციდენტი მოხდა - ოპოზიციის აქტივისტები ბანერების ჩამოხევას ცდილობდნენ. საუბარია პლაკატებზე, წარწერით "სამშობლო არ იყიდება", რომელიც თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა.

ამ შინაარსის პლაკატების ჩამოხევის ფაქტი რამდენიმე მოქალაქემ გააპროტესტა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც აქტივისტები და ორგანიზაცია "ჯიუტის" წევრები ვითარებას განარიდა.

დღის ამბები