18 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
დამწვრობის ცენტრში მოთავსებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია - გუგა ქაშიბაძე სასროლეთში დაზარალებულთა მდგომარეობის შესახებ

ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება 59 წლის მამაკაცი, რომელიც სასროლეთში მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა. მას სასუნთქი გზებისა და სხეულის მძიმე დამწვრობა აქვს.

დამწვრობის ცენტრში მკურნალობას გადის კიდევ ორი დაშავებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სამი დაზარალებულიდან ორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

"ჩვენთან არის სამი პაციენტი, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა არის სტაბილური. ერთ პაციენტს აღენიშნება 20%-ით დაზიანება მწვავე ხარისხის და სასუნთქი გზების ტრავმა. ორი პაციენტი არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში, მათი მდგომარეობაც შესაბამისად არის სტაბილური. საკმაოდ სერიოზული ტრავმები აქვთ მიღებული," - აცხადებს აცხადებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.

ბოჭორმის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა. სპეციალისტები აფეთქების მიზეზის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ. შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დღის ამბები