21 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
"არაფერი საქმეში არ არის, გარდა პოლიციელების ცრუ ჩვენებებისა, რომლებიც აბლანდულები არიან საკუთარ ჩვენებებში" - ზურა ჯაფარიძე ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე, ზურა ჯაფარიძე ლაზარე გრიგორიადისის საქმეს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც ლაზარეს ბრალეულობას დაადასტურებდა.

მისივე თქმით, საქმეში მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებები დევს, რომლებიც საკუთარ ჩვენებებში არიან აბლანდულნი.

"არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, უფრო პესიმისტური მოლოდინები მაქვს იმიტომ, რომ ეს საქმე არის თვიდან ბოლომდე შეკერილი. მისი დაკავებიდან დაწყებული, ცხადი იყო, რომ გამოარჩიეს გარეგნობის გამო, რომელსაც ახლა ტენიან ათას სისულელეს. ვინც ესწრებოდა ამ პროცესებს ცხადად ჩანდა, რომ ნული მტკიცებულება აქვთ იმისა, რასაც ედავებიან, თუმცა მოსახლეობას დააჯერეს, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. არაფერი საქმეში არ არის, გარდა პოლიციელების ცრუ ჩვენებებისა, რომლებიც აბლანდულები არიან საკუთარ ჩვენებებში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები