18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
9 აპრილის მემორიალთან, ღამით, მივიდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ოფიციალური თუ სასულიერო პირები

ხალხმრავლობა იყო მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე - 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ოფიციალური თუ სასულიერო პირები.

პარლამენტის წინ იყვნენ ის ადამიანებიც ვინც 1989 წლის 9 აპრილის ღამეც რუსთაველზე გაატარეს. მათ 35 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“ჩვენი თაობა მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და სრულიად ახალი სიტყვა, რაღაც დამოუკიდებლობა, რაღაც თავისუფლება, ახალი სული, ახალი აზროვნება შემოვიდა. ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო უცხო, ყოფილი საბჭოთა ბავშვებისთვის. 9 აპრილმა ტკივილი მოიტანა, რა თქმა უნდა უზარმაზარი ტკივილია, რამაც დღესაც აქ მომიყვანა, მაგრამ მოიტანა ის, რომ საბჭოთა კავშირის შიგნით, ფაქტობრივად საფუძველი დავუდეთ დაშლას უზარმაზარი ბოროტი იმპერიისა,“ - აცხადებს 9 აპრილის აქციის მონაწილე დიმიტრი ჯავახიშვილი.

დღის ამბები