17 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
ომი უკრაინაში - რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში "შაჰედის" ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება - რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში "შაჰედის" ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.

გავრცელდა ინფორმაცია ლვოვში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც. რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.

დონეცკის ოლქზე თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე.
დაიბომბა სუმის ოლქი, დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი.

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
იერიში განხორციელდა ხერსონის ცენტრზეც, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, დანია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის 5 მლნ 700 ათასი დოლარის დახმარებას გამოყოფს.

დღის ამბები