18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობასთან, სტრუქტურასთან და სპეციფიკასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო კორუფციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა და მამხილებლის დაცვა.

დღის ამბები