18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაწყების დრო უკვე განსაზღვრულია

ომის 186-ე დღე ახლო აღმოსავლეთში - ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაწყების დრო უკვე განსაზღვრულია. მას არ დაუსახელებია თარიღი. პრემიერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა ხან იუნისიდან სამხედროების ნაწილის გაყვანის შესახებ განაცხადა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღის შესახებ ისრაელს პრეზიდენტს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ გაუზიარებია.

რაც შეეხება მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.

დღის ამბები