20 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
ფრანგულ კანონპროექტში ცალსახად და ხაზგასმით არის ნახსენები ის სახელმწიფოები, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს კანონი, განსაზღვროს "ქართულმა ოცნებამ" ვის წინააღმდეგ იღებენ ამ კანონს - გია ჯაფარიძე

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმ მიზეზებზე საუბრობენ, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ "გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი. მათთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკაა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის უფროსი მკვლევრის, გია ჯაფარიძის განცხადებით, რუსული კანონისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებში მიღებული კანონები ზუსტად განსაზღვრავს ვის წინააღმდეგ არის მიმართული კანონპროექტი.

“როდესაც რუსულ კანონს ადარებ სხვა სახელმწიფოების მიერ დაგეგმილ მისაღებ კანონპროექტებს - ფრანგულ კანონპროექტში ცალსახად და ხაზგასმით არის ნახსენები ის სახელმწიფოები, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს კანონი. განსაზღვროს “ქართულმა ოცნებამ“ ვის წინააღმდეგ იღებენ ამ კანონს. ჩაწერონ, რომ ეს კანონი მიემართება იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ლაშა ძებისაშვილის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ზღვარს არ ავლებს დაფინანსება რუსეთიდან იქნება მომართული, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ იქნება დაფინანსებული სხვადასხვა ორგანიზაციები.

"განსხვავებას არ აკეთებს, იქნება ეს რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, თუ ევროპის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია. თუ გადავხედავთ დასავლეთში რა კანონიც არის მიღებული, იქ კონკრეტულად არის დასახელებული რა საფრთხის წინააღმდეგ არის მიმართული, კონკრეტული ქვეყნები არის დასახელებული", - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.

დღის ამბები